უნგრეთმა 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფა დაბლოკა

უნგრეთმა ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკომისიის წინადადების მიღებაზე უარი თქვა, 2023 წელს უკრაინას 18 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ.

ამის შესახებ Twitter-ში “რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა.

“როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიუსელში ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინისთვის 18 მილიარდ ევროს “მწვანე შუქი” არ აენთო. ძალიან ემოციური დებატები იყო, რომელშიც ბუდაპეშტი ყველამ გააკრიტიკა, მაგრამ – უშედეგოდ“, – დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი და გერმანია, ისევე – როგორც იტალია ხელმძღვანელობენ, დაახლოებით, 12 ქვეყნისგან შემდგარ ჯგუფს, რომლებიც მოუწოდებენ ევროკომისიას, უნგრეთისთვის 7,5 მილიარდი ევროს დაფინანსების გაყინვის შესაძლებლობას გადახედოს.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ადრე განაცხადა, რომ აღარ დაუჭერს მხარს ევროკავშირის გეგმას, რომელიც უკრაინისთვის მომავალ წელს 18 მილიარდი ევროს გადაცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები