უკრაინაში დაკარგულ ფოტოკორესპონდენტზე ძებნა გამოცხადდა

საინფორმაციო სააგენტო “როსია სეგოდნიას“ ფოტოკორესპონდენტ ანდრეი სტენინზე, რომელიც დონეცკის ოლქში დაიკარგა, უკრაინის მთავრობამ ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.
“არ გამოვრიცხავ, რომ ანდრეი სტენინი ტყვედ ჩავარდა და ახლა ის მეამბოხეებთან იმყოფება“, -განაცხადა მინისტრის თანაშემწემ. შეგახსენებთ, რომ სტენინი 5 აგვსიტოს დონეცკის ოლქში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიკარგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები