ჯონ ბოლტონი აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრას არ გამორიცხავს

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2018-2019 წლებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი, ჯონ ბოლტონი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ თავად ბოლტონმა “ტვიტერში” დაწერა.

“როდესაც თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ კონსტიტუციას, ეს არაამერიკულია. თუ რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელი საპრეზიდენტო კანდიდატები ტრამპს არ უარყოფენ, მე მზად ვარ – რბოლაში მივიღო მონაწილეობა”, – დაწერა ჯონ ბოლტონმა.

გასულ კვირას დონალდ ტრამპმა თავის ქსელ Truth Social-ში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2020 წლის არჩევნები მოიგო და დაადანაშაულა “მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები” დემოკრატიულ პარტიასთან შეთქმულებაში.

„ამ ტიპის და მასშტაბის მასობრივი თაღლითობა შესაძლებელს ხდის ყველა წესის, რეგულაციისა და მუხლის გაუქმებას, ისეთებისაც, რასაც კონსტიტუცია შეიცავს“, – დაწერა მან.

ჯონ ბოლტონმა რესპუბლიკური პარტიის წევრებს მიმართა და თქვა, რომ “თქვენ არ შეგიძლიათ, უბრალოდ თქვათ, “მე მხარს ვუჭერ კონსტიტუციას”. თქვენ უნდა თქვათ, “მე მათ წინააღმდეგ ვარ, ვინც მას ძირს უთხრის”.

“შესაბამისად, ტრამპს არ შეიძლება, ანდონ ფიცის ან სხვა ვალდებულების შესრულება, თუ, ღმერთმა არ ქნას და ის 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს”, – დაწერა ბოლტონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები