ლევან იოსელიანი: მთავარი, რაც მიმაჩნია, რომ პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, დაკავშირებულია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან

მთავარი, რაც მიმაჩნია, რომ პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, დაკავშირებულია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მოქალაქეების სულ მცირე 70% ელექტრონულად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რაც არჩევნების მიმართ ნდობას გაზრდის, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი აცხადებს.

მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებაა პარლამენტში ზედამხედველობის გაუმჯობესება.

“მნიშვნელოვანი ცვლილებაა ასევე იმ სტანდარტის შემოღება და დამკვიდრება, რაც დაკავშირებულია სტრასბურგის სასამართლოების დანერგვასთან და ქართულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციასთან. მნიშვნელოვანი ცვლილებაა პარლამენტში ზედამხედველობის გაუმჯობესება. მათ შორის ინტერპელაციის წესის ცვლილება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ბევრად უფრო მეტი სიხშირით იყვნენ პარლამენტში დაბარებული და ანგარიში წარუდგინონ პარლამენტს.

ვერ ვნახე ვერანაირი წინსვლა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ცვლილებები, რომელიც დაინიცირებულია სასამართლოსთან მიმართებით, ვერ ასახავს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც ჩვენ წაგვიყენეს პარტნიორებმა. ეს ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და არ არის ცვლილებები, რომელიც გამოიწვევს სასამართლოში რაიმე ტიპი ფუნდამენტურ ცვლილებას. ასევე ძალიან კრიტიკულად ვაფასებ კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ. კანონი, რომელიც არ არის დაწერილი საქართველოსთვის, დაწერილია სხვა ქვეყნისთვის და ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით არსებობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები