გია ვოლსკი – “ნაცმოძრაობაზე”: ამ ადამიანებს სააკაშვილის ფაქტორი სჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური სპეკულაციების გასაღრმავებლად, მისი ჯანმრთელობა და ბედი არ აინტერესებთ

ამ ადამიანებს სააკაშვილის ფაქტორი სჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური სპეკულაციების გასაღრმავებლად და მისი ჯანმრთელობა და ბედი არანაირად არ აინტერესებთ, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის როლია, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს.

„ეს არის როლი სუბიექტისა, რომელიც ცდილობს  როგორმე აურიოს და დესტაბილიზაცია მოახდინოს ქვეყანაში. სხვა, ამ პარტიასა და მასში, შიგნით დაპირისპირებულ სუბიექტებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ამ ადამიანებს სააკაშვილის ფაქტორი სჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური სპეკულაციების გასაღრმავებლად და მისი ჯანმრთელობა და ბედი არანაირად არ აინტერესებთ“, – ამბობს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები