შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იგორ სტრელკოვი ახალ არმიას შექმნის
საინფორმაციო სააგენტო “რია-ნოვოსტის“ ინფორმაციით, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იგორ სტრელკოვი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ “ნოვოროსიის“ ტერიტორიაზე ახალი არმიის შექმნას გეგმავს. ამის შესაახებ დონეცკში გამართულ ბრიფინგზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა.
“იგორ სტრელკოვმა “დონეცკის რესპუბლიკის არმიის“ შესაქმნელად ძალიან ბევრი გააკეთა. მან საფუძველი დაუდო ახალი არმიის რუსული სტანდარტებით ფორმირებას, ისე როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ“,-განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის“ პრემიერ-მინისტრმა ზახარჩენკომ.