ISW: რუსეთის სტრატეგიულ ავიაბაზებს, სავარაუდოდ, უკრაინა დაესხა თავს

ენგელსსა და რიაზანთან რუსულ სტრატეგიულ ავიაბაზებზე აფეთქებების სერიის უკან, სავარაუდოდ, უკრაინული ძალები დგანან.

ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW)ანალიტიკოსები აცხადებენ.

აღინიშნება, უკრაინა ამ გზით შესაძლოა, რუსული სარაკეტო იერიშის ჩაშლას ცდილობდა.

5 ნოემბრის იერიშმა რუსეთის საზოგადოებაში აზრი გააჩინა, რომ „მოსკოვს უკრაინის ტერიტორიიდან საფრთხე ემუქრება“.

ცნობისთვის, დრონებით რუსეთის აეროდრომების იერიში დღესაც გაგრძელდა. გამთენიისას კურსკის აეროდრომი დაიბომბა, რის შედეგად ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი მოეკიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები