დმიტრო კულება: რაც უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს ჩაიდენს რუსეთი, მით უფრო მეტი იარაღი უნდა მიეწოდოს უკრაინას

რაც უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს ჩაიდენს რუსეთი, მით უფრო მეტი იარაღი უნდა მიეწოდოს უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთმა მორიგი რაკეტები დაუშინა ჩვენს კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და შეეცადა, ხალხი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დაეტოვებინა დაბალი ტემპერატურის პირობებში. რაც უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს ჩაიდენს რუსეთი, მით უფრო მეტი იარაღი უნდა მიეწოდოს უკრაინას, რათა სწრაფად დასრულდეს რუსული ტერორი“, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები