რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის ორ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებები უკრაინული უპილოტო აპარატების საშუალებით განხორციელდა.
მათივე ცნობით, თავდასხმისას გამოყენებული იყო საბჭოთა წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები, თუმცა მათი მოდელი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
ამასთან, როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, დიაგილევოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, დაღუპულია სამი და დაშავებულია ოთხი ჯარისკაცი. ენგელსზე თავდასხმისას კი, ორი თვითმფრინავის კორპუსის ზედაპირი დაზიანდა.