“ევროპის უნივერსიტეტს” ხვალ ცნობილი ამერიკელი მოსამართლე და ადვოკატი ეწვევიან
“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტის მოწვევით ხვალ ცნობილი ამერიკელი მოსამართლე მარკ სპაისერი და სისხლის სამართლის მიმართულებით ცნობილი ამერიკელი ადვოკატი ეწვევიან. ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.
“სტუმრები ჩაატარებენ საჯარო ლექციას თემაზე: “ამერიკული სამართლის სისტემა და სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში”. ლექციაზე დასწრება შესაძლებელია როგორც “ევროპის უნივერსიტეტის”, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. საჯარო ლექციას დაესწრებიან დარგის სპეციალისტები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები. ლექციაზე დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატებიც. ლექცია გაიმართება “ევროპის უნივერსიტეტში”, გურამიშვილის 76-ში, ჟვანიას სახელობის დარბაზში. ანონსი: 6 დეკემბერს, 12:00 საათზე – “ევროპის უნივერსიტეტს” ცნობილი ამერიკელი მოსამართლე მარკ სპაისერი და სისხლის სამართლის მიმართულებით ცნობილი ამერიკელი ადვოკატი რობერტ ტრაჩმენი ეწვევიან.
ლექციის თემა: “ამერიკული სამართლის სისტემა და სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში”. მის: გურამიშვილის 76, ევროპის უნივერსიტეტი , ჟვანიას სახელობის დარბაზი საკონტაქტო ნომერი: 595436767″, – აღნიშნულია ინფორმაციაში.