მოლდოვაში, ქალაქ ბრიჩენთან, ხეხილის ბაღში რაკეტა ჩამოვარდა.
როგორც ქვეყნის შსს-ში განაცხადეს, ჭურვი სასაზღვრო პოლიციამ იპოვა, რომელმაც დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმის ფონზე პატრულირება გააძლიერა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ტერიტორია შემოსაზღვრულია და შესაბამის სამსახურებს და გამნაღმველებს ელოდებიან.

