ამერიკის სპეცსამსახურები: ,,ისლამისტური სახელმწიფო“ გეგმავს ტერაქტებს ამერიკასა და ევროპაში
ტერორისტული დაჯგუფება “ისლამისტური სახელმწიფო“, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საგრძნობლად გაძლიერდა, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერაქტების სერიას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული საინფორმაციო საშუალებები ქვეყნის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ ტერორისტული მოძრაობა “ისლამისტური სახელმწიფო“ ძირითადად ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე მოქმედებს, მას სამხედრო ბაზები ირანის დასავლეთ ნაწილშიც აქვს. უცხოური მედიის ცნობით, დაჯგუფებამ ივლისის დასაწყისში ერაყის ტერიტორიაზე ორი სამთავრობო სამხედრო ბაზის ხელში ჩაგდება შეძლო. მან ასევე ათობით დასახლებული პუნქტი და სოფელი დაიკავა. ამერიკელების თქმით, პრევენციული ზომების მიღება დროულად უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისლამისტური მოძრაობა შესაძლოა სერიოზულ ძალად იქცეს, რომელიც აზიასა და ევროპაში უამრავ პრობლემას შექმნის.