მალაიზიაში 22 აგვისტო უკრაინაში კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის და გლოვის დღედ გამოცხადდა

მალაიზიის ხელისუფლებამ 22 აგვისტო უკრაინაში რეის MH17 -ის კატასტროფასთან დაკავშირებით გლოვის დღედ გამოაცხადა, რადგანაც სწორედ ამ დღეს მოხდება გარდაცვლილთა ცხედრების გადმოსვენება. ეს ინფორმაცია გუშინ მალაიზიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მუჰაიდინ იასინმა გაახმოვანა. მისი განცხადებით, 15 გარდაცვლილის ცხედარს სპეციალური რეისით ,22 აგვისტოს დილის 10 საათისთვის გადმოასვენებენ. ბოინგ 777 -ის ტრაგედიისას 43 მალაიზიელი გარდაიცვალა, იასინის თქმით, ცხედრებს შორის ამ დროისთვის 24 მალაიზიელის ამოცნობა მოხერხდა. მუჰადინ იასინის განცხადებით, ქვეყანაში 22 აგვისტოს სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართა, ხოლო გარდაცვლილთა ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

წყარო: themalaymailonline.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები