ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულმა მამა-შვილმა სამხრეთ კორეამდე ცურვით მიაღწია
“The Guardian” -ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა ორმა მამაკაცმა ცურვით შეძლო. 50 და 20 წლის ასაკის მამაკაცებმა ყვითელ ზღვაში არსებული სახელმწიფო საზღვრის აკვატორიის გადაკვეთა ცურვით მოახერხეს, რის შემდეგაც ისინი საზღვაო პატრულმა შეამჩნია. ქვეყნის გაერთიანების სამინისტროში, რომელიც დევნილების საკითხს კურირებს, განაცხადეს, რომ ორივე მამაკაცმა – თავშესაფრის მიღების სურვილი გამოთქვა. ასევე, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დევნილები მამა-შვილი იყვნენ. კუნძული გიოდონგდო, რომლის მიმართულებითაც ჩრდილოეთ კორეელები მიცურავდნენ, ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან 2,5 კილომეტრით არის დაშორებული. აღსანიშნავია, რომ ამ არცთუ დიდი მანძილის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეიდან ამ გზით გაქცევის შემთხვევები იშვიათია.