კორსიკაში ნაპოლეონ ბონაპარტეს 245 წლიანი იუბილე აღინიშნება

  • კორსიკის ცენტრალური ქალაქი აიაჩო საზეიმოდ აღნიშნავს საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტეს დაბადების 245 წლიან იუბილეს. ყველაზე ცნობილი კორსიკელი 1769 წლის 15 აგვისტოს დაიბადა. მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული აიაჩოში ყოველწლიურად იმართება და რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. წელს დღესასწაული, რომელსაც „ ნაპოლეონის დღეებს“ (Journeys Napoleonienne) უწოდებენ 13 აგვისტოს დაიწყო და ის აიაჩოს მერმა ლორან მარკანგელმა გახსნა. 2 დღის მანძილზე აიაჩოს მკვიდრებსა და სტუმრებს შეეძლოთ გასცნობოდნენ იმპერატორის ცხოვრების ამსახველ გამოფენებს. უშუალოდ დღეს ნაპოლეონის მოღვაწეობის ამსახველი თეატრალური რეკონსტრუქციები გაიმართა, რომელიც საზეიმო სალუტით გაგრძელდა. ღონისძიება ცნობილი ბელგიელი მომღერლის აქსელ რედის კონცერტით დაიხურება. მომზადებულია ria.ru-ს მასალების მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები