ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასა და წვერმაღალაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

ეს პროექტებია:

წვერმაღალა – სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენა და განახლება

სოფელი შრომა – ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც მინიმუმ 60 ბავშვზე იქნება გათვლილი

სოფელი შრომა (ხრიალეთის უბანი) – წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობა 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად

მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები