თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის ელჩს ვესელინ ვალკანოვს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბულგარეთის ელჩთან საქართველოში ვესელინ ვალკანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ბულგარეთის მხარდაჭერას და გამოცდილების გაზიარებას.
ბულგარეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს  ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები