მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი უკრაინაში ომის შესახებ მკაფიო სურათს მომავალი გაზაფხულისთვის ელოდება

თურქეთი უკრაინაში ომის შესახებ მკაფიო სურათს მომავალი გაზაფხულისთვის ელოდება, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„ახლა უკრაინა წინ მიიწევს და იბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუმცა რუსეთი სანაცვლოდ მიზანმიმართულად ურტყამს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, ცხოვრება რთულდება განსაკუთრებით უკრაინელებისა და ყველა ჩვენგანისთვის.

ვფიქრობ, გაზაფხულამდე გვექნება მკაფიო სურათი ცეცხლის შეწყვეტის, ზავის ან მოლაპარაკების შესახებ. თურქეთი გააგრძელებს თავის ძალისხმევას“, – განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გართულდა ადგილზე ბრძოლების გამწვავებით.

მანვე დასძინა, რომ ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები