ჯანმო: COVID-19-ის დასრულების იმედი არ გამართლდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებდა, რომ COVID-19-ის პანდემია დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ეს არ მომხდარა.

ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სრულად ვერ ვიტყვით, რომ ამ პანდემიის საგანგებო ფაზა ჩამოვიტოვეთ. ამის იმედი გვქონდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. ჯერ კიდევ არის პირობები ახალი ვარიანტების გაჩენისთვის, რაც შეიძლება, იყოს სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორი“, – განაცხადა მან.

მანამდე, გებრეისუსი აცხადებდა, რომ ამ წლის თებერვლიდან მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 90%-ით შემცირდა და რომ COVID-19 პანდემიის დასასრული ახლოვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები