მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ის თანამშრომლობს სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულ ამერიკულ იურიდიულ კომპანია „აკერმანთან“

რა ინფორმაციაც მე მაქვს და ვისთანაც კომუნიკაცია მაქვს, ეს გახლავთ „აკერმანი“, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულ ამერიკულ იურიდიულ კომპანიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ კომპანიაში მუშაობენ ჩვეულებრივი იურისტები, რომლებსაც ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული სხვადასხვა ექსპერტთან და ექსპერტები დამოუკიდებლად მუშაობენ.

„რა ინფორმაციაც მე მაქვს და ვისთანაც მე კომუნიკაცია მაქვს, ეს გახლავთ „აკერმანი“, ჩვეულებრივი იურიდიული ფირმა ამერიკაში, მუშაობენ ჩვეულებრივი იურისტები და ამ იურისტებს, ისევე, როგორც ცენტრ „ემპათიას“, აქვთ ხელშეკრულება სხვადასხვა ექსპერტთან. ვისაც ეცალა, რომ ამ დროს შეძლებოდა ჩამოსვლა და მონაწილეობის მიღება, მან მოიწვია ეს ექსპერტები. ჩვენთან შეათანხმეს ჩვენ რა პროფესიის ექსპერტები გვჭირდებოდა და ვუთხარით ოთხი პროფესიის ექსპერტი, რა პროფილისაც გვჭირდებოდა. ესენი გახლავთ: ექსპერტი ფსიქიატრი, ნევროლოგი, გასტროენტეროლოგი და ორთოპედი-ქირურგი, რომელსაც ასევე აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში, ეს ოთხი ექსპერტი ჩვენ გვჭირდებოდა, რადგან აქ ვიცოდით რა პროპაგანდას აწარმოებდა საწინააღმდეგო მხარე. ექსპერტებს ძალიან დიდი ინფორმაცია მიაწოდა ცენტრმა „ემპათიამ“. ეს იყო კოლოსალური სამუშაო, რადგან ქართულ ენაზე იყო ეს 3 ათასი გვერდი დოკუმენტაცია და რთული იყო თარგმნა. ჩვენ როგორც პროფესიონალები ერთმანეთს სხვადასხვა წყაროდან ვიცნობთ. მათ მიეწოდათ ინფორმაცია და შემდგომში ისინი მუშაობდნენ დამოუკიდებლად“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „პოლიტმეტრი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები