ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ 50 სამხედრო დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს.
„შედგა ტყვეთა მორიგი გაცვლა, რომლის შედეგადაც უკრაინის 50 დამცველი გავათავისუფლეთ. ეს დიდი სამუშაოა, რომელიც ყოველ დღე გრძელდება. ჩვენ ვიმუშავებთ მანამ, სანამ რუსული ტყვეობიდან ბოლო უკრაინელს არ გავათავისუფლებთ“, – წერს ანდრეი ერმაკი Twitter-ზე.
Провели черговий великий обмін полоненими. Звільнили 50 захисників України. Це велика робота, яка продовжується щодня. Ми будемо працювати до звільнення останнього українця.
Дякую Координаційному штабу з питань поводження із військовополоненими.
Всі будуть вдома.#нашівдома pic.twitter.com/1JXpU2pLq0— Andriy Yermak (@AndriyYermak) December 1, 2022