პაკისტანის ავიაბაზაზე თავდასხმას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
პაკისტანის ავიაბაზაზე თავდასხმა განხორციელდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 8 მებრძოლი.
პაკისტანის უსაფრთხოების ძალების წევრებსა და მებრძოლებს შორის დაპირისპირება ქალაქ კვეტაში მოხდა. ავიაბაზაზე თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 7 სამხედრო დაიჭრა.
პაკისტანის მთავრობის ინფორმაციით, მებრძოლები კარგად იყვნენ შეიარაღებული, მათ რიგებში რამდენიმე თვითმკვლელი ტერორისტიც შედიოდა. თავდასხაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.