წარმომადგენელთა პალატაში ნენსი პელოსის ადგილს ჰაკიმ ჯეფრისი დაიკავებს

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ, წარმომადგენელთა პალატაში, პარტიის ლიდერად ჰაკიმ ჯეფრისი აირჩია, რომელიც მომავალი წლიდან კონგრესის ქვედა პალატაში ნენსი პელოსს შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 52 წლის ჰაკიმ ჯეფრისი პირველი აფროამერიკული წარმოშობის პირია, რომელიც კონგრესში ასეთ მაღალ თანამდებობას დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ ნენსი პელოსიმ, რომელიც თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებს“ ხელმძღვანელობდა, თანამდებობის დატოვების შესახებ 17 ნოემბერს განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები