ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს
ნენსი პელოსიმ, რომელიც თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებს“ ხელმძღვანელობდა, თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის კონგრესში მუშაობას კალიფორნიის შტატის წარმომადგენლად გააგრძელებს.
82 წლის პელოსი არის პირველი ქალი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა.
მან თანამდებობის დატოვების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა.