ცნობილი ამერიკელი მოსამართლე და ამერიკელი ადვოკატი “ევროპის უნივერსიტეტში” საერთაშორისო სერტიფიცირებულ ტრენინგს ჩაატარებენ

“ევროპის უნივერსიტეტის” მოწვევით საქართველოს ცნობილი ამერიკელი მოსამართლე მარკ სპეისერიდა ამერიკელი ადვოკატი რობერტ ტრაჩმანი ეწვევიან.

ამერიკელი სტუმრები 5 და 6 დეკემბერს, “ევროპის უნივერსიტეტში” საერთაშორისო სერტიფიცირებულ ტრენინგ კურსს ჩაატარებენ თემაზე – “ამერიკული სამართლის სისტემა და სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში”. ტრენინგ კურსის მიზანია აშშ-ის სისხლის სამართალწარმოების პროცესის გაცნობა ქართველი მსმენელისთვის, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისთვის; აგრეთვე იმ თავისებურებებისა და განსხვავებების წარმოჩენა, რაც არსებობს ქართულ და ამერიკულ სამართლებრივ სისტემებს შორის.
კურსის გავლა შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების როგორც სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს. ტრენინგზე დასწრება თავისუფალია დ ამსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაციაბმულზე: https://bit.ly/3Xiz40q
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 18:00 საათი კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების შედეგად, ტრენინგ კურსის წარმატებულად გავლისდამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები