ხვიჩია – თბილისის საახალწლო სლოგანზე: „აქა მშვიდობა“ აჯობებდა
მარტო თბილისს რატომ? თუ ზოგადად ახლა მშვიდობის წელია? შეიძლება, მაინცდამაინც კარგი დრო არ იყოს სამყაროში მშვიდობის წლის აღსანიშნავად, მაგრამ ასეთ დროს მშვიდობაზე ვსაუბრობდეთ, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – „აქა მშვიდობა“ აჯობებდა, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ თბილისის მერიის საახალწლო სლოგანზე – “მშვიდობის ქალაქი” საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა შეიძლება, საუკეთესო დრო არ არის მშვიდობის აღსანიშნავად, ამის საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა, კონკრეტულად თბილისზე რომ არ იყოს საუბარი.
“ჩემთვისაც ცინიკურ გამონათქვამს წააგავს, ოღონდ – სხვა არგუმენტით. მოგეხსენებათ, წარმოშობით მარტვილის რაიონიდან ვარ, მაშინ, „მშვიდობა მარტვილს“ რატომ არ უნდა ჰქონდეს? “მშვიდობა საქართველოს“ არ ჯობია? – მარტო თბილისს რატომ? – უბრალოდ ეს კითხვა მაქვს, თორემ არც ამას ვაპროტესტებ. სიტყვათა ერთობლიობაში „მშვიდობა რაღაცას“ პრობლემა არ არის. მე სხვა კითხვა მაქვს – მარტო თბილისს რატომ? თუ ზოგადად ახლა მშვიდობის წელია? შეიძლება, მაინცდამაინც კარგი დრო არ იყოს სამყაროში მშვიდობის წლის აღსანიშნავად, მაგრამ ასეთ დროს მშვიდობაზე ვსაუბრობდეთ, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, უბრალოდ, მარტო თბილისს რატომ? – „აქა მშვიდობა“ აჯობებდა, კარგი დევიზი იქნებოდა”, – განაცხადა ხვიჩიამ.