ხვალ, საქართველოში წმინდა ნინოს  შემობრძანების დღესთან დაკავშირებით, შიო III პარაკლისს აღავლენს

“ხვალ, 2026 წლის 1-ელ ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოში წმინდა მოციქულთასწორ ნინოს  შემობრძანების დღესთან დაკავშირებით, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში ღია ტრაპეზზე შესრულდება სადღესასწაულო ღვთისმსახურება”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

მათივე ცნობით, წირვას აღასრულებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) მღვდელმთავრებთან ერთად.

“12:30 საათზე პარაკლისს აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები