გურამ ოდიშარიამ მარინა მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინიტრმა გურამ ოდიშარიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მისი პირველი მოადგილის მარინა მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. ხსენებული განცხადებით, მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს 5 თებერვალს მიმართა და იგი განხილვის პროცესშია. ოფიციალურ წერილში გათავისუფლების მიზეზად დაუმორჩილებლობა და მითითებების შეუსრულებლობა სახელდება. მიზანდარი მინისტრის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად გურამ ოდიშარიასთან რამდენიმე საკითხზე უთანხმოებას, კერძოდ კი, საყდრისის თემასა და საკადრო პოლიტიკას ასახელებს. მარინა მიზანდარისთვის მინისტრის მოთხოვნა ცნობილი იყო. ხოლო თუ პრემიერმა გურამ ოდიშარიას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მარინე მიზანდარი კულტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტზე დარჩენას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები