ოლაფ შოლცი: გერმანია უკრაინას უფრო მეტ თვითმავალ საზენიტო დანადგარს მიაწვდის
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პირობას დებს, რომ გერმანია უკრაინას უფრო მეტ თვითმავალ საზენიტო დანადგარს მიაწვდის.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ძალიან ეფექტური სისტემის უზრუნველსაყოფად. უკრაინის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა გერმანიის ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის. საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ, ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს უკრაინის უნარზე, უზრუნველყოს საკუთარი მთლიანობა და სუვერენიტეტი“, – განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, დღემდე გერმანიის მთავრობამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 58 მილიონი დოლარის ოდენობის მოკლევადიანი ფინანსური დახმარება გამოუყო. ამასთან, გერმანია უკრაინას 350-ზე მეტ გენერატორს აწვდის.