უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან 13 დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა.
„ამჟამად, ლუგანსკის რეგიონში 13 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული. ასე რომ, მალე საჭირო იქნება აქ განაღმვითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ მივაწოდოთ მოსახლეობას სოციალური სერვისები და განაახლონ ძირითადი სასიცოცხლო სისტემების მუშაობა“, – აღნიშნა სმირნოვმა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განთავისუფლებული დასახლებებიდან ევაკუაციის ვითარება და პრობლემები განიხილა. გარდა ამისა, მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება განაღმვის, ჰუმანიტარული მარაგის მიწოდებისა და გათბობის პუნქტების განლაგების მიზნით.