ტერორისტებმა ნიგერიაში 100 ადამიანი გაიტაცეს

   ნიგერიაში ტერორისტული დაჯგუფება ,,ბოკო ჰარამის“ წევრებმა ერთ-ერთ ქალაქში 100 ახალგაზრდა გაიტაცეს, რომლებსაც სეპარატისტები იძულებით იყენებენ სამთავრობო ძალებთან საომრად. ამის შესახებ  სააგენტო ,,ბლომბერგი“ იუწყება. 2014 წლის იანვრიდან ნიგერიელმა ტერორისტებმა ტყვეთ ჩაიგდეს რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელთაც აიძულებენ იძულებით მუშაობას და სამხედრო ფორმირებებში გაწევრიანებას. ბოლო თვებში ორმხრივი ბრძოლების შედეგად, ქვეყანაში დაიღუპა 2053 ადამიანი. მთავრობა დღემდე უშედეგოდ ცდილობს გატაცებული ახალგაზრდების დაბრუნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები