ხერსონის ოლქში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ხერსონის ოლქის სამხრეთით, სოფელ პრავდინოში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ New York Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, სამარხში ექვსი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომლებიც დამიზნებით არიან მოკლულები. გაზეთი იტყობინება, რომ მამაკაცებს ხელები ზურგს უკან ჰქონდათ დაბმული, ხოლო თვალები – ნაჭრით აკრული.

იქვე, მახლობლად კიდევ ორი ​​ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, მათ შორის ახალგაზრდა ქალია.

ადგილზე სამხედრო დანაშაულების გამომძიებლები მუშაობენ.

გაზეთი წერს, რომ დაღუპულები, სავარაუდოდ, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს თანამშრომლები არიან, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ჯაშუშობაში ეჭვის საბაბით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები