“პუტინი ომს აგებს და ცდილობს, ზამთარი იარაღად გამოიყენოს” – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მარცხდება და ცდილობს, ზამთრის სეზონი იარაღად გამოყენებას.

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

ამის შესახებ მან ბუქარესტში განაცხადა, სადაც ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო.

სტოლტენბერგის თქმით, ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე, ასევე, იმის უზრუნველყოფაზე, რომ პუტინმა არ გაიმარჯვოს.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ალიანსის მოკავშირეებმა უკრაინას გენერატორები და სათადარიგო ნაწილები მიაწოდეს, რათა დაეხმარონ კიევს დაზიანებული ენერგეტიკული ობიექტების აღდგენაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები