რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების მანქანები თითქმის ცარიელია
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დასახმარებლად გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის გადამზიდი ავტომობილები ფაქტობრივად ცარიელი აღმოჩნდა. ინფორმაცია „Financial Times“-ის ჟურნალისტმა ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა.
„ყველა ავტომობილი არის გახსნილი, რაც შემოწმებულია. მათი უმრავლესობა ფაქტობრივად ცარიელია“, – წერს ჟურნალისტი.