გოგა ხაინდრავა – კრამერზე: ამ კაცს აშკარად აკვიატებული აზრები აწუხებს

“ამ კაცს აშკარად აკვიატებული აზრები აწუხებს”, – ასე ეხმაურება კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დევიდ კრამერის განცხადებას.

“მარიამ ჯიშკარიანს ვთხოვოთ, ცენტრ “ემპათია” – ში გასინჯონ. ექსპრეზიდენტს ასზე მეტი დიაგნოზი დაუდგინეს, ეს კაციც იმ წრიდანაა და იქნებ მსგავსი სიმპტომები თუ აქვს საზღვარგარეთ ჩამოიყვანონ აქ “ემპათია”-ში სამკურნალოდ”, – წერს ხაინდრავა “ტვიტერზე”.

ცნობისთვის, კრამერმა “ამერიკის ხმასთან” განაცხადა: “როგორც ჩანს, მათ დაასკვნეს, რომ მათი ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს უფრო მჭიდრო ურთიერთობას მოსკოვთან; რომ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა, ნიშნავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს, ან არ გამოიწვიოს, ხელისუფლების შეცვლა. მეჩვენება, რომ მზარდი სიმყუდროვეა თბილისში ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა და მოსკოვში, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას შორის. მე ეს მაოცებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ძალები, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს იკავებს; 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრის გათვალისწინებით და იმ მუდმივი საფრთხის გათვალისწინებით, რომელსაც პუტინი საქართველოს უქმნის. მაგრამ, როგორც ჩანს, ესაა ადგილი, სადაც „ქართული ოცნება“ თავის მომავალს ხედავს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები