ზელენსკი: უკრაინა არასდროს გახდება ნგრევის ადგილი – ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი აღვადგინოთ

უკრაინა არასდროს გახდება ნგრევის ადგილი, უკრაინა არასდროს მიიღებს მოსკოვიდან ამ „ამხანაგების“ ნაკარნახევ წესრიგს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი, სახლი და ყველა საწარმო აღადგინოს.

„დღეს, ისევე როგორც ყოველდღე, ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და ოლქის დასახლებები. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ გაუხსნა ცეცხლი ხერსონის ოლქის 30 დასახლებულ პუნქტს. რუსეთის არმიამ ასევე დააზიანა სატუმბი სადგური, რომელიც უზრუნველყოფდა მიკოლაევში წყლის მიწოდებას. აბა, რა შეიძლება ითქვას მათზე? ეს არის იმ შემთხვევითი „ამხანაგების“ ნამდვილი არსი, რომლებმაც დაიპყრეს რუსეთი. 20-წლიანი მმართველობის შემდეგ მათი სახელმწიფოს დიდ ნაწილი ისეთი განადგურებულია, რომ თითქოს, იქ ომი მოხდა. არადა ეს ომი არ ყოფილა, ეს მათ ჩაიარეს. მათ ნგრევის მეტი არაფერი შეუძლიათ. ეს არის ყველაფერი, რასაც ისინი ტოვებენ. ის, რასაც ისინი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებენ, არის შურისძიების მცდელობა იმისთვის, რომ უკრაინელებმა არაერთხელ დაიცვეს მათგან საკუთარი თავი. უკრაინა არასდროს გახდება ნგრევის ადგილი, უკრაინა არასდროს მიიღებს მოსკოვიდან ამ „ამხანაგების“ ნაკარნახევ წესრიგს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი, სახლი, ყველა საწარმო“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები