კაკაბაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ სარგის კაკაბაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 3 119 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი – გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„კაკაბაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არასდროს ყოფილა. მხოლოდ გრუნტიანი გზა არსებობდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. ამჟამად, სამუშაოები დასრულებულია და ადგილობრივი მცხოვრებლებიც კმაყოფილები არიან“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები