ეს ხალხი იბრძვის ძალაუფლების გადანაწილებისთვის, – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს.
მისივე თქმით, მიმდინარე პროცესი პარტიული კულტურის განვითარებას არ ეხება.
„ეს ხალხი იბრძვის ძალაუფლების გადანაწილებისთვის. როგორც ჩანს, პარტიის შიგნით ბრძოლას ემატებიან სუბიექტები, რომელთა პარტიაში შეყვანასაც ოლიგარქები ცდილობენ. ეს არის პროცესი არა პარტიული კულტურის განვითარების, არამედ – ძალაუფლების გადანაწილებისთვის – რომელი ჯგუფი რომელი ოლიგარქის მიერ, როგორ დაფინანსებას მიიღებს. ბრძოლა მიმდინარეობს ფულადი სახსრების გადანაწილებისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.