ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიამ მაროკოსთან თამაში ანგარიშით 2:0 დაასრულა, რის შემდეგაც ქომაგებმა ბრიუსელში არეულობა მოაწყვეს.
კერძოდ, ქალაქში ცეცხლი მოუკიდეს ათობით მანქანას, ელექტროსკუტერებს, ასევე, ისინი აგურებს ისროდნენ.
პოლიციამ ბრიუსელის ცენტრის ნაწილი გადაკეტა და ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ბრიუსელის პოლიციის სპიკერმა, ილზე ვან დე კიერმა განაცხადა, რომ ერთმა ადამიანმა სახის დაზიანება მიიღო.