“მხედველობა მეორე თვალშიც აღუდგა” – როგორია მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ცხრამუხის დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ

“ტვინის შერყევა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა აღინიშნება, მაგრამ შედარებით სტაბილურად არის”,- ამის შესახებ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა მეუფე სვიმეონმა მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, რომელსაც ცხრამუხის დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ყოველდღიურად უკეთესდება… მხედველობა მეორე თვალშიც აღუდგა, უკეთესადააა

ქვების სროლას თავი დავანებოთ და ერთად ვიყოთ, ერთად მოვუფრთხილდეთ ქვეყანას”,- აღნიშნა მეუფე სვიმეონმა.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში გუშინ ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც ერთ-ერთი მონაზონი დაშავდა. ის სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.

პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები