მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და მოკლა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და მოკლა, კლინიკაში გარდაიცვალა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„პაციენტი შემოიყვანეს უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში. სხეულის 60-70%-იანი დამწვრობა ჰქონდა, მესამე, მეოთხე ხარისხის“, – განაცხადა ექიმმა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109, 376-ე მუხლებით არის დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები