შალვა პაპუაშვილი ლისაბონის უნივერსიტეტში პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარებს და სტუდენტებს შეხვდა

პორტუგალიის რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ლისაბონის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარებსა და სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა. ისაუბრა რეგიონის პოტენციალზე ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის, ენერგორესურსების ტრანზიტის და ვაჭრობის მიმართულებებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები