მამუკა მდინარაძე – გიორგი ვაშაძეზე: ადამიანი რომ გეტყვის, ქუთაისში მივდივარ ვერ მოვალო და შემდეგ ჟურნალისტებს ეუბნება ბოიკოტი გამოვაცხადეო – ამას რა შეიძლება დაერქვას?
ადამიანი რომ გეტყვის, ქუთაისში მივდივარ და ამიტომ ვერ მოვალო, და შემდეგ ჟურნალისტებს ეუბნება, ბოიკოტი გამოვაცხადეო – ამას რა შეიძლება დაერქვას? – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებისთვის „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს.
„ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე იჯდა სამი ქალი, სამივეს პოლიტიკური აზრი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ სამივეს უფრო ვაჟკაცური თვისებები აქვს, ვიდრე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს. ადამიანი რომ გეტყვის, ქუთაისში მივდივარ და ამიტომ ვერ მოვალო, და შემდეგ ჟურნალისტებს ეუბნება, ბოიკოტი გამოვაცხადეო – ამას რა შეიძლება დაერქვას?“, – აცხადებს მდინარაძე.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატებზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრას ბოიკოტი მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გამოუცხადა.