ბერლინის 64-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ფესტივალის გახსნის ცერემონიალამდე მსოფლიო კინოს ვარსკვლავებმა ტრადიციულ წითელ ხალიჩაზე გაიარეს და შემდეგ დარბაზში მათ ბერლინალეს დირექტორი დიტერ კოზლიკი, ჟიურის თავმჯდომარე ჯეიმს შამუსი და კულტურისა და მედიის დარგში ადგილობრივი ხელისუფლების კომისარი, მონიკა გრუტერსი დახვდნენ. გახსნის ცერემონიალს ტელეწამყვანი ანკე ენგელკე უძღვებოდა. „ბერლინალე 2014” უეს ანდერსენის ფილმის – “ბუდაპეშტის გრანდ ოტელის” ჩვენებით გაიხსნა. წლევანდელ “ბერლინალეზე” 400-მდე ფილმი იქნება წარმოდგენილი, ძირითად პროგრამაში კი,- ოცი ფილმია შესული. ყოველწლიურად ფესტივალი 300 ათას მაყურებელს იზიდავს, რაც “ბერლინალეს” მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალ კინოფორუმად აქცევს. ოქროსა და ვერცხლის დათვის ლაურეატების ვინაობა 15 თებერვალს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები