“თუ “ნაცმოძრაობას” უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა ვანო მერაბიშვილი, მათთან ურთიერთობის გაგრძელების ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ” – მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერი, მამუკა მდინარაძე “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

“პირველ ყოვლისა, სხვა პარტიის შიდა საქმეები, ეს მათი შიდა საქმეებია, ეს იქნება არჩევნები თუ ა.შ. თუმცა, ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე პირადად და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან არც თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები