“ქალის მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა დანაშაულია!” – რა შეტყობინებებს იღებენ მოქალაქეები პოლიციისგან

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას  შეუერთდა. 

კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მოსახლეობას საინფორმაციო მოკლე სატელეფონო ტექსტური შეტყობინებები დაუგზავნა.

„ქალის მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა დანაშაულია! თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას აღნიშნული დანაშაულის შესახებ, დაუკავშირდით 112-ს ან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის facebook გვერდს”, – აღნიშნულია პოლიციის მიერ მოქალაქეებთან გაგზავნილ SMS შეტყობინებებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები