იენს სტოლტენბერგი: შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდის

ჩვენ ასევე შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ქვეყნების დაცვის კუთხით შემდგომი ნაბიჯები გადაიდგმება. 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის დახმარებაზეც ისაუბრა.

„უკრაინის ომმა აჩვენა ჩვენი სახიფათო დამოკიდებულება რუსულ გაზზე. ამიტომ, ჩვენ უნდა შევაფასოთ ჩვენი დამოკიდებულება სხვა ავტორიტარულ რეჟიმებზე, განსაკუთრებით – ჩინეთზე. ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები, შევამციროთ ჩვენი დაუცველობა და გავზარდოთ ჩვენი გამძლეობა. ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შემოგვიერთდებიან ბუქარესტის ყველა დისკუსიაზე. დროა, დავასრულოთ მათი გაწევრიანების პროცესი და მივესალმოთ მათ, როგორც ჩვენი ალიანსის სრულუფლებიან წევრებს. ეს მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, ჩვენს ალიანსს – უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ ზონას – უფრო უსაფრთხოს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა ეპოქის ტექნიკიდან ნატოს თანამედროვე სტანდარტებზე, დოქტრინასა და წვრთნებზე გადასვლაში. ჩვენ შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას, რათა განვიხილოთ უკრაინის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები და ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა.

ჩვენ ასევე შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდის. ჩვენს შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვასა და ქვეყნის დაცვის უნარის გაძლიერებაში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები