ჯანმო: მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების რიცხვი ბოლო ერთ კვირაში 5%-ით შემცირდა, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი – 13%-ით

მსოფლიოში 14-20 ნოემბრის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 5%-ით შემცირდა და 2,4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ამავე პერიოდში, სიკვდილიანობა 13%-ით არის შემცირებული – ლეტალობის 7800 შემთხვევაა.

20 ნოემბრის მდგომარეობით, მსოფლიოში სულ ინფიცირების 634 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს კი სულ 6,6 მილიონი ადამიანი შეეწირა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი.

​რეგიონულ დონეზე, ჯანმო-ს ექვსი რეგიონიდან ხუთში ყოველკვირეული ახალი შემთხვევების მაჩვენებელი შემცირდა ან სტაბილურად დარჩა.

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ვირუსის ინტენსივობა 22%-ით შემცირდა; ევროპის რეგიონში – 11%-ით; აფრიკის რეგიონში – 9%-ით; დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში – 4%-ით, ხოლო ამერიკაში სტაბილურად – 3%-ით; ამასთანავე, შემთხვევების რაოდენობა 8%-ით გაზრდილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში.

რაც შეეხება სიკვდილიანობის სტატისტიკას, მაჩვენებელი შემცირდა ან სტაბილურად შენარჩუნდა ორგანიზაციის 6 რეგიონიდან 4-ში.

ევროპის რეგიონში 26%-ით შემცირდა; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში – 20%-ით, ამერიკაში – 11%-ით და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში – 1% დარჩა; ხოლო გარდაცვალების მატებაა აფრიკაში 124%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 13%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები