ევროპის კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ მაშინ დაისადგურებს, როდესაც მისი ყველაზე დასავლეთი და ყველაზე აღმოსავლეთი ნაწილები ევროკავშირისა და ნატოს ერთიანი ქოლგის ქვეშ იქნებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის ეროვნული კრების პრეზიდენტ, ავგუსტო სანტოს სილვასთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ავგუსტო სანტოს სილვასთან, პორტუგალიის ეროვნული კრების პრეზიდენტთან. ევროპის კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ მაშინ დაისადგურებს, როდესაც მისი ყველაზე დასავლეთი და ყველაზე აღმოსავლეთი ნაწილები ევროკავშირისა და ნატოს ერთიანი ქოლგის ქვეშ იქნებიან. ამ საქმეში პორტუგალიის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.