თერჯოლაში მამაკაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

თერჯოლაში მამაკაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სუპერმარკეტ „მაგნიტში“ მოხდა.

როგორც ცნობილია, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის შედეგად მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. დაშავებული თანამშრომლები სასწრაფო დახმარების ავტომობილებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები